Wednesday, April 15, 2015

წელს ეკონომიური ზრდა 2% იქნებაო.
ნაცები ლოყებს იხოკავენ, ეს რა ქენით ქვეყანა რატომ დააქციეთო...

7 წლის წინანდელი კრიზისი გამახსენდა, მიუხედავად 4 მილიარდიანი დახმარებისა, თითქმის -4%  ვარდნა კი არა ჩავრდნა რომ ქონდათ "ეკონომიკის მამის" ბენდუს მრევლს.

რეგიონში ყველაზე ნელად მზარდი ეკონომიკა სწორედ საქართველოს ქონდა იმ ყბადაღებულ წლებში. ყველა მეზობელი გვისწრებდა ეკონომიკური ზრდის ტემპით.


მერე მოვიდნენ ხადურეკონომისტები და ტემპი კიდევ უფრო დაეცა.

ლარის კურსი: დაჩოილარდა.

აღმოჩნდა, რომ ეს ყველას აწყობდა. ხადურს ბიუჯეტის შესავსებად, ნაცებს ხალხში უკმაყოფილების გასაზრდელად.

ზრუნავენ ჩვენზე.

Saturday, December 20, 2008

Bussiness Car?



იდეაში ეს უნდა გახდეს ჩვენი ფირმის მომავალი მანქანა. იორდანელი ვაჭარი დამტვრეული ინგლისურით მიმტკიცებს რომ ამ ფასში 2002 წელს გამოსულ მანქანას ვერ იყიდი, მით უფრო ლუქსორის ტიპის მანქანას. ფასიც დაბალია თითქოს. 5500$ განუბაჟებელი. ეს მაშინ როცა განუბაჟებელი და უფრო ძველი იაპონური ან ოპელის მარკის მინივანები 6500+ ღირს. ჯერ კიდევფიქრობ თუმცა არ ვიცი იორდანიიდან ჩამოყვანილ ამერიკულ მანქანას რატო უნდა ვუთხრა უარი.