Wednesday, April 15, 2015

წელს ეკონომიური ზრდა 2% იქნებაო.
ნაცები ლოყებს იხოკავენ, ეს რა ქენით ქვეყანა რატომ დააქციეთო...

7 წლის წინანდელი კრიზისი გამახსენდა, მიუხედავად 4 მილიარდიანი დახმარებისა, თითქმის -4%  ვარდნა კი არა ჩავრდნა რომ ქონდათ "ეკონომიკის მამის" ბენდუს მრევლს.

რეგიონში ყველაზე ნელად მზარდი ეკონომიკა სწორედ საქართველოს ქონდა იმ ყბადაღებულ წლებში. ყველა მეზობელი გვისწრებდა ეკონომიკური ზრდის ტემპით.


მერე მოვიდნენ ხადურეკონომისტები და ტემპი კიდევ უფრო დაეცა.

ლარის კურსი: დაჩოილარდა.

აღმოჩნდა, რომ ეს ყველას აწყობდა. ხადურს ბიუჯეტის შესავსებად, ნაცებს ხალხში უკმაყოფილების გასაზრდელად.

ზრუნავენ ჩვენზე.